საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო კუმურდოს სკოლის გახსნაში |
![]() |
სიახლეები |
სკოლის შენობის თითქმის ოცი წლის უმოქმედობის შემდეგ, 3 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე, სომხებით დასახლებული ამ სოფლის მრავალი თაობის - კეთილმოწყობილი სკოლის ქონის ოცნება რეალობად იქცა. სკოლის ყოფილი კლუბის შენობაში განათლების მიღების ნაცვლად ბავშვებს საზეიმოდ გაიხსნა შუშანიკ მღდესიანის ქველმოქმედებით ახლად აშენებული საჯარო სკოლის შენობა. სპეციალურად ამ შემთხვევისთვის კუმურდოში იყვნენ ჩასული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე ლია საზეიმო გახსნას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ახლად აშენებული სკოლა გათვალისწინებულია 400 მოსწავლისთვის, აქვს საკუთარი საცურაო აუზი, ფეხბურთის სტადიონი. ამ საგანმანათლებლო ცენტრს უკავია 1700 კვადრატული მეტრი ტერიტორია, აღჭურვილია თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკით და ინვენტარით. სტუმრებს მიესალმნენ სოფლის მერი არტურ კურღინიანი და ახალქალაქის რაიონის საკრებულოში კუმურდოს დეპუტატი აშოტ საჰარიანი. თავის მისალოც სიტყვაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების განათლების და ინტეგრაციის საკითხები პრიორიტეტულად მიიჩნია. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ქველმოქმედთა წვლილს ახალგაზრდა თაობის განათლების და აღზრდის საქმეში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სოფლებში სკოლები გახდება განათლების და კულტურის ცენტრები. ცერემონია შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დამსწრეებს გადასცა შემდეგ ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა და კუმურდოს მერმა არტურ კურღინიანმა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ოქროს მედლით დააჯილდოვეს ქველმოქმედი შუშიკ მღდესიანი, მთავარი არქიტექტორი რუბენ ეღიაზარიანი და მშენებელი მისაკ კურღინიანი - ვერცხლის მედლებით. შემდეგ ქველმოქმედმა თავის ხელით გაჭრა გახსნის ლენტი , სტუმრებმა დაათვალიერეს ახლად აშენებული სკოლა. ღონისძიებას უძღვებოდა ახალქალაქის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი. |