საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდის ცერემონია |
![]() |
სიახლეები |
მწირველმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მშვენიერ ქადაგებაში ასობით დამსწრეს მიაწოდა ერთადერთი და ღვთიური ჭეშმარიტება - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შობის, მისი უკვდავი მისიის მარადიულობის, სომეხთა რწმენის და ქრისტიანული დოქტრინის სიძლიერის შესახებ, ისურვა, რომ ახლო მომავალში კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი იხილოს ჩვენი ეკლესიები, მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა არა მხოლოდ ეკლესიის მსახურების და რაიონის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის, არამედ „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჟორა სნხჩიანის, პედაგოგიური პერსონალის და ჯგუფების ხელმძღვანელების საქმიანობას, რაიონის ხელმძღვანელობას და ხალხს უსურვა წარმატებები, კეთილდღეობა და დღეგრძელობა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით ჩატარდა მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი. |