სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიას |
![]() |
სიახლეები |
მაღალი რანგის სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ უძველეს ეკლესიაში შეკრებილნი იყვნენ თბილისის სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრები, მრევლი. „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის „მაკარ ეკმალიან“ გუნდის შესრულებით გაიჟღერა საუფლო ლოცვამ. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა მეუფე ვაზგენმა ისაუბრა სამი ათასწლეულის ისტორიის მქონე საქართველოს სომხური სათვისტომოს არსებობაზე, რომელიც თავისი შემოქმედი შრომით, კანონმორჩილებით აგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრობას, რითაც ავითარებს და აღრმავებს ორი ქრისტიანი ერების ძმობას. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა საქართველოში სომხური ენის სწავლებით მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს სახელისუფლებო ორგანოების - დიასპორის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროების მიერ საქართველოს სომხური სათვისტომოსა და მისი საქმიანობის მიმართ გამოჩენილ მხარდაჭერას. მეუფე ვაზგენმა ხაზი გაუსვა ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ეპარქიის წინამძღვარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სომხობა არის ახლო დიასპორა, ისაუბრა სომხური საზოგადოების დედა სამშობლოსთან მუდმივი კომუნიკაციის, სომხეთის და არცახის პროგრესის სიხარულზე. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ გამოსვლის დასასრულს სომხეთსა და საქართველოს უსურვა მშვიდობა, მთელ მსოფლიოში გაფანტულ სომხებს - მხნეობა. დელეგაციის წევრებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს სურბ სარგის მხედართმთავრის და „სურბ ვარდანანც“ სკინიებში. |