"ოქროს მედალი" - საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ტარონ" ქორეოგრაფიულ ანსამბლს |
![]() |
ერთმანეთის მიყოლებით, წარმოდგენილ იქნა ქართული, აფხაზური, ოსური, ბოშური, ესპანური, ლათინო- ამერიკული და სხვა ეროვნული ცეკვები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის "ტარონ" ქორეოგრაფიული ანსამბლი, ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით, ფესტივალზე წარსდგა ორი ეროვნული ცეკვით - „ალაშკერტის ქოჩარი“ და „სღერდის ქოჩარი“. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფესტივალი რეორგანიზებული ანსამბლის პირველი სერიოზული კონკურსი იყო, სომხური ცეცხლოვანი და ამაყი ცეკვების ოსტატმა შესრულებებმა მიიპყრო მაყურებლის ყურადღება, სიმპატია და დაიმსახურა მხურვალე ოვაციები. ადეკვატური იყო ჟიურის შეფასება, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ანსამბლ „ტარონის“ მიერ ეროვნული ცეკვების შესრულებებს, ჟიურის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ნომინაციაში „ეროვნული სულისკვეთება“ ანსამბლს მიენიჭა პირველი პრემია და საპატიო "ოქროს მედალი". |