ახლად დანიშნული მღვდლის პირველი საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში |
![]() |
სიახლეები |
თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, ახლად ხელდასხმულმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა. საღმრთო ლიტურგიის დროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წარადგინა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის, გარეგინ მეორის განკარგულებით ეპარქიაში სამსახურში დანიშნული მღვდელი კირაკოს სიმონიანი. მეუფე ვაზგენმა მადლიერება გამოუხატა უწმინდესს, რომრლმაც გაითვალისწინა რა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სულიერ მსახურთა მოთხოვნილება და ეპარქიის წინამძღვრის თხოვნა, ახლად ხელდასხმული მღვდელი კირაკოს სიმონიანი მსახურებაში დანიშნა საქართველოში. ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა მამა კირაკოსის სულიერი განათლების განვლილი გზის შესახებ და სასულიერო პირების და მორწმუნე ხალხის სახელით კეთილი მობრძანება და გულმოდგინე სამსახური უსურვა მამა კირაკოსს.
ახლად დანიშნული მღვდელი კირაკოსი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის განკარგულებით დანიშნულია თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის თანაშემწედ, ასევე სულიერ ინსპექტორად „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო და კულტურულ ცენტრში. |