ჰარისის ფესტივალი ახალქალაქის რაიონის სოფლებში |
![]() |
სიახლეები |
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით ძირითადი ბარეკენდანი აღინიშნება ჰარისის ფესტივალით, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში, 2018 წლის 4-11 თებერვალს, ტარდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხებით დასახლებულ ყველა რეგიონში. 5 თებერვალს, ჰარისის ფესტივალს შეუერთდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატი.
ღვთისმსახურების შემდეგ, მამა ტიგრანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე, ჰარისის მომზადების 7 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ბარეკენდანი ზეიმით აღინიშნა ასევე ახალქალაქის რაიონის სოფელ სულდაში. ადგილობრივ „სურნ ხაჩ“ ეკლესიაში დილისკისა და მიმდებარე თემების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა და ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა სადღესასწაულო ღვთისმსახურება ღირსმა მღვდლებმა ჰარისის კურთხევის და საუფლო ლოცვის შემდეგ, დამსწრეები მიიწვიეს ჰარისის მისართმევად, რომელსაც არიგებდნენ ტრადიციული წინსაფრებიანი ქალბატონები. ფესტივალი მიმდინარეობდა ვაჩიანის ეთნოგრაფიული ანსამბლის შესრულებული სიმღერებისა და ცეკვის თანხლებით, დღესასწაული ჰარისას კვირეული ახალქალაქის რაიონის სოფლებში გრძელდება. ის 8 თებერვალს ჩატარდება სოფელ დადეშში, 9 თებერვალს - ვაჩიანსა და კუმურდოში. 11 თებერვალს, ძირითადი ბარეკენდანი ჰარისის ფესტივალით აღინიშნება თბილისის „ჰაიარტუნ“, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“, ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ", ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრებში და „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში. |