საშობაო ზეიმი რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო ცენტრში |
![]() |
სიახლეები |
2018 წლის 21 იანვარს ცენტრში შეკრებილნი იყვნენ რუსთავის ახლად ჩამოყალიბებული სომხური სათვისტომოს წევრები და მიმდებარე რაიონებიდან ჩამოსული სტუმრები, მონაწილეობდნენ სომხეთის საელჩოს დიპლომატები, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ეპარქიის პერსონალი და თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები. ღონისძიებაზე დასასწრებად სომხეთიდან იყვნენ ჩამოსული ნათელა და არკადი ღასაბიანების ოჯახი - ცენტრის მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ ცენტრის საქმიანობას. ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა რუსთავისა და მარნეულის რაიონის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა. ცენტრი სათანადოდ იყო მომზადებული ღონისძიებისთვის, დამსწრეებს წარუდგინეს იესო ქრისტეს შობის თითქოსდა ჭეშმარიტი სურათი, სადაც ბავშვებმა გამოსახეს წმინდა შობა, თავისი საიდუმლოებით, სადღესასწაულო ტრადიციებით და კეთილი რჩევებით. ღონისძიება მხატვრული გაფორმებით და შინაარსობრივად კარგი გემოვნებით იყო მიწოდებული. თვალშისაცემი იყო ის დიდი სამუშაო, რომელიც ჩატარებული იყო მასწავლებელთა მიერ - მონაწილეთა ლამაზი და შეცდომების გარეშე სომხური მეტყველებისთვის, რაც ხაზს უსვამდა მოწაფეთა ღონისძიებას ასევე თან ახლდა მხატვრული ნომრები: სიმღერა, ცეკვა, დუდუკით შესრულებული მუსიკა, მხატვრული კითხვა, რითაც წარმოაჩინეს ამ რამდენიმე თვის განმავლობაში აღსაზრდელთა მიღებული ცოდნა. ზეიმის ბოლოს დამსწრეებს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა ელინა მკრტჩიანმა, საელჩოს პირველმა მდივანმა არტურ სარგსიანმა, პრესსამსახურის პასუხისმგებელმა ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანმა, გაზეთ „ვრასტანის" რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის პასუხისმგებელმა სუსანა დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მეუფე ვაზგენმა დააფასა ასევე მშობლები, რომლებიც მამა ნარეკის ხელმძღვანელობით, ძალისხმევას და ენერგიას არ იშურებენ ცენტრის აღსაზრდელების ეკლესიის მცნებებით და ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში. ღონისძიება გახდა იმის მოწმობა, რომ სომეხთა ეკლესიის მისია ქალაქ რუსთავში, „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის სახით, მიმდინარეობს სწორი მიმართულებით, ამართლებს რა თავის მიზანს. |