საახალწლო საჩუქარი შაუმიანელ ბავშვებს |
![]() |
სიახლეები |
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სულიერმა მოძღვარმა ყველას გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მრევლისადმი მიძღვნილი მილოცვა და კეთილი სურვილები. მამა ჰუსიკმა ყველას მიულოცა დამდეგი ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ასევე შეატყობინა ქველმოქმედთა მიერ ორგანიზებულ შემოწირულობაზე, რამაც სადღესასწაულო განწყობა შექმნა განსაკუთრებით ბავშვებში. სასიხარულოა, რომ „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ყოველწლიურად შეიმჩნევა მრევლის ადგილობრივმა მორწმუნეებმა მადლობისა და მადლიერების სიტყვები თქვეს, ქალბატონი ასიას და დანარჩენი ქალბატონების მიერ მოწყობილი შემოწირულობისთვის, კმაყოფილება გამოთქვეს ბავშვებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები, რითაც „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა. ბავშვები, მიღებული საჩუქრებით, მხიარულად დაბრუნდნენ სახლებში. |