„ნერსეს შნორჰალი“ ახალგაზრდული გუნდის წევრების ვიზიტი თბილისის ეროვნულ მუზეუმში ბეჭდვა

museum 

ახალგაზრდა თაობისათვის ქალაქის ისტორიის გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორის ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით და ქორმაისტერ მარია აბულიანის თანხლებით „ნერსეს შნორჰალი“ ანსამბლის წევრები ეწვივნენ თბილისის ეროვნულ მუზეუმს.

ბავშვებისთვის მუზეუმის ექსპონატების გაცნობა დაიწყო თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით ამ ბოლო პერიოდში შექმნილი საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობის ისტორიისადმი მიძღვნილი საგამოფენო დარბაზიდან, სადაც გახსნილია 1875-1917 წლების თბილისის თვითმმართველობისადმი მიძღვნილი გამოფენა. ორ დარბაზში გამოფენილია ქვეყნის დედაქალაქის იმდროინდელი მერიისა და თვითმმართველობის ორგანოთა მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფოტოები, სხვადასხვა ნივთები, მაკეტები და სხვა დოკუმენტური მასალა.

ბავშვებმა შეიტყვეს, რომ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში, ევროპის სხვა ქალაქების მსგავსად, თბილისში იყო ჩამოყალიბებული თვითმმართველობა, რომლის ფუნქციებში შედიოდა ზრუნვა სახანძრო სამსახურის, კომუნალური მომსახურების, სავაჭრო-სახელოსნო პუნქტების განვითარებისათვის. გაეცნნენ რა წარმოდგენილი მასალების შესახებ განმარტებებს, მოზარდებმა ისიც გაიგეს, რომ 1840 წელს გამოქვეყნდა წესდება ქალაქის საზოგადოებრივი მართვის შესახებ, რომლის თანახმად ქალაქის მოსახლეობას ქალაქის მერისა და ექვსი წევრის შემადგენლობით საბჭოს არჩევის შესაძლებლობა ეძლეოდა. თვითმმართველობა კი ძველ თბილისში განვითარდა მე -19 საუკუნის ბოლოს და მე -20 საუკუნის დასაწყისში. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქალაქ თბილისში შეიქმნა საქალაქო პოლიცია პოლიცმაისტერის ხელმძღვანელობით.

ბავშვების ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ყოფილი მერები ფიცს დებდნენ სომხურ და ქართულ ენებზე. ახალგაზრდები გაეცნნენ ძველი ქალაქის გეგმას, ნახეს ის კალამი, რომლითაც ვორონცოვ დაშკოვი ხელს აწერდა ქალაქთან დაკავშირებულ ბრძანებებს, შეიტყვეს ქალაქის განვითარების საქმეში სომეხი დიდებულების - ალექსანდერე ხატისოვის, ალექსანდრე მატინოვის, პავლე იზმაილოვის, კონსტანტინე ბეიბუთოვის, არღუთიან-დოლგორუკოვის მოღვაწეობის შესახებ, ასევე მათი საყვარელი ქალაქის განვითარების, თბოელექტროსადგურის, პირველი ტრამვაის, პოლიტექნიკური ინსტიტუტის, საქალაქო სახლის მშენებლობისათვის ქველმოქმედების - ალექსანდრე მანთაშევის, მიხეილი არამიანცის, ქრისტოფორ ვერმიშევის, გიორგი ევანგულოვის შემოწირულობების შესახებ ქალაქის კეთილმოწყობის, მისი მაცხოვრებლებისადმი გამოჩენილი ზრუნვის, საავადმყოფოს, უსახლკაროთა თავშესაფრების, ფსიქიატრიული კლინიკების აშენების მიზნით.

ანსამბლის ახალგაზრდა წევრებმა დაათვალიერეს ასევე საბჭოთა ჯარის მიერ საქართველოს ოკუპირების დამადასტურებელი მასალები, ეროვნული სამოსის თავისებურებების, ვერცხლის მჭედლობისა და ოქრომჭედლობის განვითარების ამსახველი დარბაზები.

IMG 1393 IMG 1411 IMG 1412 

IMG 1395 IMG 1404 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)