სიახლეები
|
2018 წლის 2 ოქტომბერს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდთა საკითხების განყოფილების (ხელმძღვანელი ვალერი ბადალიანი) ინიციატივით თბილისელი მგლოვიარე სომხები დიდ სომეხ შარლ აზნავურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეიკრიბნენ საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან და თავისი პატივი მიაგეს საფრანგეთისა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, საფრანგეთის „საპატიო სეზარის“ სახელმწიფო უმაღლეს ჯილდოს მფლობელისა და სომხეთის ეროვნული გმირის, ქველმოქმედის, ლეგენდარულ შანსონიე შარლ აზნავურის ხსოვნას. თბილისელი სომხების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სასულიერო თემის წარმომადგენლები, სათვისტომოების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები, ერის უდიდესი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სანთლები აანთეს და ყვავილებით შეამკეს შარლ აზნავურის სურათი. თბილისის ეკლესიების სასულიერო პირები ხსოვნისადმი მიძღვილი პანაშვიდი აღევლინეს. შარლ აზნავურის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ყველა ერის მეხსიერებაში.
|