სუსანა მკრტჩიანის მინიატურული ფერწერა „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში |
![]() |
სიახლეები |
ცენტრის კედლებს ამშვენებდა ბიბლიურ თემაზე შესრულებული 20-ზე მეტი მინიატურული ნამუშევარი, რაც მრავალ ჟანრში მოღვაწე ხელოვანის უსაზღვრო ნიჭის მშვენიერი გამოვლინებაა. ფართო პალიტრით წარმოდგენილი იყო მაცხოვრის ცხოვრება, მისი ამ ქვეყნად მოვლინების ხარებიდან ზეცაში ამაღლებამდე, გამოფენის სახელწოდების ჰარმონიაში. დარბაზში ხალხმრავლობა იყო. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ჰენზელ მკოიანი, ნინოწმინდის რაიონის საკრებულოს თავისი დასწრებით გამოფენას პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სულიერი მსახურების - მღვდელ არმაშ პოღოსიანის და მღვდელ ტათევ მარუქიანის თანხლებით და დიაკვნების თანდასწრებით. გამოფენის გახსნას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ გიუმრიდან ჩამოსული ავტორი - სუსანა მკრტჩიანი. გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის დირექტორმა ჟორა სნხჩიანმა, ვინც დააფასა მინიატურის საშუალებით სულიერი ცხოვრების გამოხატვის და ხილულად და გასაგებად ქცევის მნიშვნელობა, გამომსვლელმა დააფიქსირა სუსანა მკრტჩიანის თავისებური მიდგომა სასულიერო ეპიზოდებისადმი, სხვადასხვა ელემენტების საშუალებით ბიბლიური იდეების მეტად გასაგებად ქცევის მიზანი. მისასალმებელი და მისალოცი სიტყვით გამოვიდა ასევე დეპუტატი ჰენზელ მკოიანი. ნიჭიერმა მხატვარმა სუსანა მკრტჩიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ შინაგანი ბიძგით, 48 დღიანი დიდი მარხვა გამოხატა ამ მინიატურების შექმნით, რაც მიზნად ისახავდა თაობებისათვის ხილულად ექცია ღვთის შვილის განვლილი ცხოვრების გზა, კაცობრიობის გადასარჩენად მისი ჯვარცმა. ნიჭიერმა მხატვარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, გამოფენის ორგანიზატორებს, ადგილობრივ სულიერ მოძღვარს და „რაფაელ ჯავახ“ ცენტრს, მისი ხელოვნების სომხებით დასახლებულ ამ რეგიონში წარმოდგენისა და დაფასებისთვის.
სუსანა მკრტჩიანის მინიატურული ნამუშევრები ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში გამოფენილი იქნება ერთი თვის განმავლობაში. |