საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში |
![]() |
სიახლეები |
კონფერენცია გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა შეხვედრაზე წაიკითხეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა. მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა რელიგიური თემების და განსაკუთრებით სომეხთა ეკლესიის მრევლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რელიგიური თემების საჭირბოროტო საკითხებისადმი გამოჩენილი სათანადო ყურადღებისთვის. მომდევნო დღეს, 16 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და სტუმრებმა ყურადღებით დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები და მათ წარმოდგენა შეექმნათ ებრაული სათვისტომოს რელიგიურ რიტუალებსა და ხალხურ ტრადიციებზე. შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ რელიგიური თემების წარმომადგენლები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა სტუმართმოყვარე ებრაულ სათვისტომოს და მაღალი შეფასება მისცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს აღნიშნულ ინიციატივას. შეხვედრის დასასრულს, ებრაული საზოგადოების წარმომადგენლები გაუმასპინძლდნენ სტუმრებს. ტოლერანტობის დღის ფარგლებში ეპარქიის თანამდებობის პირებმა თბილისში 15-16 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს თან ახლდნენ იურიდიულ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი მიქაელ ავაგიანი და წინამძღვრის თანაშემწე დიაკვანი გევორგ ანტოიანი. |