გაეროში საქართველოს ახალგაზრდების წარმომადგენელი სომეხ ახალგაზრდებს შეხვდა |
![]() |
სიახლეები |
დარბაზში ხალხმრავლობა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, მომავალი აბიტურიენტები, მაღალი კლასების მოსწავლეები, ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების მიერ (დირექტორი: ვალერი ბადალიანი). გიორგი თუმასიანის სახელი უცნობი არ იყო საქართველოს სომეხი ახალგაზრდებისთვის. მისი აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობა, კავშირი სომეხთა ეკლესიასა და სომხურ სათვისტომოსთან იმის დასტურია, რომ სომეხი ახალგაზრდა, წარმოშობით არის რა თავისი ერის შვილი, არის ასევე იმ ქვეყნის ნამდვილი მოქალაქე, სადაც დაიბადა, და გაეროში გიორგი თუმასიანი მიესალმა შეხვედრაზე დამსწრე ახალგაზრდებს, მათ წარმოუდგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა, როლი საერთაშორისო ასპარეზზე, ბრძოლა მშვიდობისთვის, ისაუბრა საქართველოს ახალგაზრდობის წარმოდგენის მიმართულებით საქმიანობის მიზანზე, მიმართულებებსა და ასევე მოვალეობებზე. მშვიდობის ფონდის პრეზიდენტის გამოსვლა ვრცელი და მრავლისმომცველი იყო. იგი შეეხო მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას, კონფლიქტურ რეგიონებს, ტერორიზმისა და მიგრაციის საკითხებს. გამომსვლელი შეეხო ასევე საქართველოს მდგომარეობას, საკითხებს, რომლებიც აღელვებს ახალგაზრდებს. თავის გამოსვლაში გიორგი თუმასიანმა ხაზი გაუსვა სომეხი ახალგაზრდების როლს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში. განათლების, თვითგანვითარების მნიშვნელობაზე საუბრისას, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ისაუბრა სახელმწიფო ენის ცოდნაზე, სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრირების აუცილებლობაზე. ახალგაზრდებს განსაკუთრებით დააინტერესა თუმასიანის მიწოდებულმა ინფორმაციამ იმ შეხვედრის შედეგად ახალგაზრდებს უამრავი კითხვა გაუჩნდათ, რომლებიც ეხება განათლების სხვა ქვეყანაში გაგრძელებას, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრებას, ადგილზე დასაქმებას და სხვა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ფასეული იყო, ვინაიდან ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ იმ მისწრაფებებსა და პრობლემებს, რითაც ცხოვრობს თანამედროვე ახალგაზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. |