ფილმის "გვერდიგვერდ“ დახურული ჩვენება |
![]() |
სიახლეები |
ღონისძიებას ესწრებოდა გადამღები ჯგუფი, მთავარი რედაქტორის, არსენ ხარატიანის და რედაქტორის, პაველ ოგანეზოვის, ხელმძღვანელობით. მედია-პლატფორმის მთავარმა რედაქტორმა დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა ფილმის გადაღების მიზანზე. არცახსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე
დამსწრეებმა ყურადღებით უყურეს ფილმს, გამოხატეს კმაყოფილება თანამედროვე პერიოდში ძალზედ მნიშვნელოვანი და რეალისტური ფილმის გადაღებისთვის, რომლის მიზანი საომარი მოქმედებების დაგმობა და საყოველთაო მშვიდობის სურვილის წარმოჩენაა. ღონისძიება გაგრძელდა კითხვა-პასუხის ფორმატში. დასმული შეკითხვები ეხებოდა ფილმში აზერბაიჯანული მეტყველების არარსებობას, სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. ასევე დაფიქსირდა სამუშაო ასოციაციების შექმნის, დღესასწაულების აღნიშვნის და ერთმანეთის ტრადიციების პატივისცემის მაგალითებით ფილმის გამდიდრების სურვილი. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ფილმის გადაღებისა და მონტაჟის პროფესიონალურ შესრულებაზე. |