ახალი წლის ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში |
![]() |
სიახლეები |
დარბაზში ამაყად იყო აღმართული ნაირგვარი სათამაშოებით და ფანტელებით მორთული ნაძვის ხე, მოპირდაპირე კედლის წარწერა - ენთუზიაზმით სავსე ბავშვები ელოდნენ ახალ წელს და თოვლის ბაბუას, რომელიც აუცილებლად უნდა მოსულიყო, ოღონდ მათი გამოსვლების შემდეგ. ისინი ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი და უნდოდათ, რომ, როგორც პედაგოგები, ასევე დარბაზში მყოფი მშობლები, ბებიები და ბაბუები, სტუმრები, და რაც მთავარია, თოვლის ბაბუა, დარბაზში ადგილები ეკავათ საპატიო სტუმრებს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რუბენ სადოიანს, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, საელჩოს დიპლომატებს. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით, საახალწლო და საშობაო კეთილი სურვილებით გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა, საბავშვო ბაღის გამგემ ევგენია მარკოსიანმა, შემდეგ ბავშვებს დაუთმო ადგილი. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, აჩვენეს ახალი წლისა და შობისადმი მიძღვნილი უნარ-ჩვევები, რაც მათ ასწავლეს პატივცემულმა მასწავლებლებმა. შემდეგ პატარებმა დიდი ოსტატობით წარმოადგინეს ოვანეს თუმანიანის ლეგენდა "ძაღლი საახალწლო ზეიმის შესახებ დამსწრეებს შთაბეჭდილებები გაუზიარა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა. ღონისძიების დასასრულს დაფასებისა და კურთხევის სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა „ჰაიარტუნ“ ცენტრის, კერძოდ აქ მოქმედი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ ტრადიციისამებრ მოვიდა თოვლის ბაბუა, გამოთქვა კმაყოფილება ბავშვების ლამაზი გამოსვლისთვის, მათ დაურიგა საახალწლო საჩუქრები, რომელიც მომზადებული იყი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღისა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ. |