"ღირსეული ჯილდო და შევსება" |
![]() |
სიახლეები |
მედლისა და წევრობის ბარათების გადაცემას მიეძღვნა ღონისძიება ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრში, რომელიც გაიმართა 11 ნოემბერს. ღონისძიება გაიხსნა, სტუმრებს მიესალმა და ჯილდოები გადასცა ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარემ ჟორა სნხჩიანმა. კურთხევის და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის დამსწრეებმა მოისმინეს ინფორმაცია დაჯილდოებული მწერლების განვლილ შემოქმედებით გზაზე, გამოქვეყნებულ წიგნებზე, სომხური იდენტობის შენარჩუნების საქმეში წარმატებებზე, სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობის აგიტაციის საქმეში შესრულებულ სამუშაოებზე. ალბერტ ისოიანმა (სათხა), გევორგ ჰაიასამ (სოფელი მერენია) და ჰოვანეს მარიკიანმა (ჰეშტია), თავიანთ გამოსვლებში ღრმა მადლიერება გამოუხატეს ზემდგომ უწყებებს და „ვერნატუნ“ კავშირს ჯილდოსა და ნდობისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხი მწერლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, რაიონის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ღონისძიების მხატვრულ ნაწილში გამოვიდნენ მხატვრული კითხვის სტუდიის აღსაზრდელები (ხელმძღვანელი: სათენიკ სნხჩიანი), გუნდი და სოლისტები (ქორმაისტერი: ირინა ღარსლიანი), წაიკითხეს საქართველოს სომეხ მწერალთა ნაწარმოებები, შეასრულეს გუნდური და ეროვნული სიმღერები. ღონისძიების ბოლოს დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ. |