საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ბეჭდვა
სიახლეები

2017 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 1 ნოემბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, მეუფე ვაზგენი აშშ-ის სომეხთა დასავლეთ  ეპარქიაში მონაწილეობას მიიღებს  უზენაესი სასულიერო  საბჭოს მორიგი კრების სამუშაოებში.  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა   ასევე მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ეპარქიის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარი  დაბრუნდება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში და განაგრძობს ეპარქიის წინამძღვრობას.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)