თბილისის სომხური თეატრი სტუმრობდა თუმანიანის სახლში |
![]() |
სიახლეები |
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოების ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ღონისძიების ინიციატორები და ორგანიზატორები იყვნენ ასოციაცია „სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“ და თბილისის „სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირი“, "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით.
„სომხური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში“ ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ემა ახტიანმა ხაზი გაუსვა სამეცნიერო ცენტრის საქმიანობის იმ მიმართულებას, რომლის მიზანი ეროვნულ სტრუქტურებთან და სათვისტომოს წევრებთან კითხვა-პასუხის ფორმატში მოწყობილი შეხვედრებია, რომლებიც ხელს უწყობს ამ სტრუქტურების პროგრამების სწორად განსაზღვრას. თეატრის მოყვარულებს, ვინც შვიდი წლის განმავლობაში ნოსტალგიით ელის საკუთარ სამხატვრო ხელმძღვანელმა ხაზგასმით ისაუბრა ბოლო წლების აქტიური შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ - პრემიერებით, გასტროლებით, ფესტივალებში მონაწილეობით, ჯილდოებით და სიგელებით. არმენ ბაიანდურიანმა სიტყვის დასასრულს მიულოცა თეატრის წამყვან მსახიობს, მელანია ბარსეღიანს, სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მსახიობის წოდების მინიჭება, რაც დამსწრეებმა მიიღეს თბილი ოვაციებით.
ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფემ ხაზი გაუსვა თეატრის - თავის მაყურებელთან უშუალოდ კონტაქტის, მისი შეფასების და აზრის გაგების საჭიროებას. მეუფე ვაზგენმა აღნიშნა ამ კულტურული კერის მნიშვნელობა ეროვნული ხელოვნების განვითარების, სომხურ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავების და თბილისელი სომხების თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში. ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა საზოგადოების ყველა ფენის ხელოვნების ამ სახეობასთან დაახლოების, სასცენო ხელოვნების მიმართ სიყვარულის შთაგონების საჭიროებას, რომელშიც ჩაერთვება ეპარქია, თავისი სულიერი მსახურებით და საერო პერსონალით. ბოლოს მეუფე ვაზგენმა დაფასების სიტყვა თქვა ერის ცნობილი შვილის, აქტიური საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე უთმაზიანის მისამართით, თბილისის სომხური სათვისტომოსა და თუმანიანის სახლში თოჯინების თეატრის ჩამოყალიბების საქმეში შეხვედრას დეკლამაციით, სიმღერით და გამოსვლებით, მხატვრული იმპულსი შესძინეს ღვაწლმოსილმა მსახიობებმა რობერტ ჰოვანისიანმა, მელანია ბარსეღიანმა, რომა მათიაშვილმა, ლევონ უზუნიანმა, ნანო პოღოსიანმა, ჰენრიხ პეტროსიანმა და სხვებმა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა "ოვანეს თუმანიანის სახლს" აჩუქა დიდი ლორელის სახელობის ყოფილ ბიბლიოთეკაში დაცული ოვანეს თუმანიანის უძველესი ფოტოსურათი, რომლის ადგილი ნამდვილად მისი სახლ-მუზეუმია. |