ბეჭდვა

იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული

 

ამაღლების დღესასწაული მოძრავია, 30 აპრილიდან 3 ივნისამდე პერიოდში აღინიშნება, ყოველთვის ხუთშაბათ დღეს.    ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.   იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.   აღდგომიდან მე-40 დღეს  ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამაღლდა.  
ქრისტეს ამაღლების შესახებ სახარებაში მოწმობენ მარკოზი და ლუკა, მსგავსი მოწმობები არის მოციქულთა საქმეებშიც: ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად შემოსილნი, რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 9-11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.  
სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში 1 მაისი ასევე აღინიშნება როგორც ყოფელთა სომეხთა საპატრიარქოს სის ქალაქიდან მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინში გადმოტანის დღედ.
484 წლიდან საპატრიარქო სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში მდებარეობდა, 1441 წელს ვაღარშაპატის საერო-საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით დამკვიდრდა წმინდა ეჯმიაწინში.
 ამაღლების დღესასწაულს თან ახლავს ხალხური დღესასწაულები, რომლებსაც ზოგან „ჯანგიულუმს“ უწოდებენ. ძველად ამაღლების ზეიმობა იწყებოდა წინა ოთხშაბათიდან. ზოგან ამ დღესასწაულს „ბარბარეს კვირას“ უწოდებდნენ. ქალწული ბარბარე გაექცა   კერპთაყვანისმცემელ  მამას და   თავი შეაფარა არაის მთის გამოქვაბულებს. მამა დაედევნა ქალიშვილს, აღმოაჩინა  თავშესაფარში და მოკლა იგი.   სიკვდილის წინ ბარბარემ    სთხოვა ღმერთს, რომ ჩუტყვავილათი და წითელათი დაავადებული  ბავშვები განიკურნონ მისი   სახელით. ღმერთი ასრულებს მის   თხოვნას და იმ მშობლების შვილები, ვინც   ლოცულობს ბარბარეს სახელით, მალე განიკურნებიან ამ დაავადებებისაგან.  
ეს გამოქვაბული სამლოცველოდ არის ქცეული. გამოქვაბულის კედლებიდან  მუდმივად წყალი ჩამოედინება, რომელსაც, ხალხის თქმით, აქვს სამკურნალო თვისება. ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს წყალი ბარბარე ქალწულის ცრემლებია.

აღნიშნის თარიღი

01.05.2008
21.05.2009
13.05.2010
02.06.2011
17.05.2012
09.05.2013
29.05.2014
14.05.2015
05.05.2016
25.05.2017
10.05.2018
30.05.2019
21.05.2020
13.05.2021
26.05.2022
18.05.2023
09.05.2024
29.05.2025
14.05.2026
06.05.2027
25.05.2028
10.05.2029
30.05.2030